ორშაბათი, 2024-12-16, 12:23 PM
მოგესალმები Гость | RSS
ექსკლუზივი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
●მუსიკა და შოუბიზნესი
●კინო სამყარო
●ცნობილი ადამიანები
●ექსტრიმი
●უცნაური
●ცხოველთა სამყარო
●სპორტი
●პოლიტიკა
●ბიორაფიები
●ონლაინ●ვიდეო
●საინტერესო
მთავარი » 2009 » იანვარი » 3 » მარტინ ლოურენსი
მარტინ ლოურენსი
7:32 AM



მარტინ ლოურენსი დაიბადა 1965 წლის 16 აპრილს, ქალაქ ფრანკფურთში, გერმანია, როდესაც მამამისი, ჯონ ლოურენსი მსახურობდა სამხედრო სასწავლებელში. მას ყავდა სამი და-ძმა: რობერტი, რეი და ურსულა. როდესაც მარტინი შვიდი წლის იყო, მამამისმა მიატოვა სამხედრო სასწავლებელი და მისი ოჯახი დაბრუნდა საცხოვრებლად მერილენდში, აშშ. 1973 წელს, მისი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, ამიტომ ლოურენსი მამას იშვიათად ხედავდა, რომელიც მუშაობდა პოლიციის ოფიცრად. დედამისი, ქლორა მუშაობდა გაყიდვების დელეგატად და სხვადასხვა განყოფილებების მოლარედ. ლოურენსი თინეიჯერობის პერიოდში გატაცებული იყო ბოქსით. სანამ იგი ცხოვრობდა მერილენდში, დადიოდა ტომას გ. პულენის შემოქმედებით და წარმოდგენით ხელოვნების სკოლაში. ელეონორ რუზველტის უმაღლეს სკოლაში და ასევე მეგობრულ უმაღლეს სკოლაში. ლოურენსი როდესაც გადავიდა საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, მაშინ იპოვა თავისი ცხოვრების გზა ლეგენდალურ კინგს ვუდის კომედიურ კლუბში. ცოტა ხნის შემდეგ, რაც გამოჩნდა კომედიურ კლუბში, მან მიიღო ჯილდო სტარ სირჩში გამოსვლისთვის. ამის შემდეგ კოლუმბია ტრისტარ ტელევიზიის ხელმძღვანელებმა შეამჩნიეს ლაურენსის მსახიობური ნიჭი და შესთავაზეს მას გამოჩენილიყო სიტკომის ჟანრის ტელესერიალში რა ხდება ახლა!! ეს იყო მისი პირველი აქტიური სამუშაო. ამ პერიოდში, პირადად რასელ სიმონსმა აირჩია ლოურენსი მისი ტელესერიალისთვის დეფ კომედი ჯამი, რომელიც გადიოდა HBO-ზე. 1992 წელს, ლოურენსმა შექმნა საკუთარი ტელესერიალი მარტინი, რომელიც გადიოდა Fox-ზე. შოუ გრძელდებოდა 5 წელი. 1992-დან 1997 წლამდე და მიჩნეულია წარმატებულ გადაცემად. ლოურენსი ასევე მოხვდა შაბათის ღამის შოუზე 1994 წლის 19 თებერვალს და გააკეთა მცდარი შენიშვნები ქალის გენეტიკაზე და ჰიგიენაზე. როგორც ამბობენ, ლოურენსის გამოჩენა აკრძალეს შოუებზე მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. როდესაც მისმა ტელესერიალმა მარტინმა შეწყვიტა გადაღება, ლოურენსმა დაიწყო ფიქრი ბევრი ფილმის პროექტებზე. ის თამაშობდა ისეთ მსახიობებთან ერთად როგორებიც არიან: ედი მერფი, უილ სმიტი, ტიმ რობინსი და სხვები. 1995 წელს, მან შეასრულა მთავარი როლი ფილმებში ცუდი ბიჭები, რაც ძალზედ წარმატებული გამოდგა მის კარიერაში. ფილმი რომელიც მან გადაიღო ედი მერფისთან ერთად იყო დიდი დედიკოს სახლი, 2000 წელს. ასევე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმის მეორე ნაწილში დიდი დედიკოს სახლი 2. 2007 წელს, კი მან ითამაშა ისეთ მსახიობებთან ერთად როგორებიც არიან: ჯონ ტრავოლტა და ტიმ ალენი ფილმში გარეული ტახები.
კატეგორია: ●ბიორაფიები | ნანახია: 880 | დაამატა: монах | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024