ჯეისონ სტეტჰემი დაიბადა 1972 წელს 12 სექტემბერს ლონდონში ცნობილი
მომღერალის და მოცეკვავის ოჯახში. ჯეისონს ბავშობიდანვე ჰქონდა არტისტული
ნიჭი, მაგრამ ამის მიუხედავად მოზარდმა ჯეისონმა სპორტი ამოირჩია და მთელ
ძელბს ტრამპლინიდან ნახტომებს ახარჯავდა. მან ამ სპორტის სახეობაში ისეთ
შედეგებს მიაღწია, რომ ოლიმპიურ ნაკრებში იყო მიღებული და 1988 წელს
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ის
წყალში ნახტომების ნაციონალური ასოციაციის წევრი იყო. ოთხმოცდაათიანი
წლების ბოლოსერთმა სარეკლამო აგენტმა სტეტემი მოიწვია ევროპული საბითმო
ფირმის სარეკლამო აქციაში სამონაწილეოდ. ასე სტეტემი ჯინსების რეკლამაში
გამოჩნდა, საიდანაც დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. უნდა ავღნიშნოთ, რომ
მოდელის კარიერას სტეტემი წარმატებულად ათავსებდა ქუჩაში სამუშაოსთან –
სადაც ის ყიდიდა მოპარულ და ყალბ საქონელს. ცოტა ხანში ფირმის მფლობელი,
რომლის საქონელსაც ჯეისონი რეკლამას უკეთებდა, გახდა გაი რიჩის სადებიუტო
სურათი 'კარტი, ფული, ორი თოფის' მთავარი პროდიუსერი და შესთავაზე
რეჟისორს სტეტემის კანდიდატურა ფილმში ერთერთი როლისთვის. რეჟისორი
დაინტრიგებული იყო სტეტონის ბნელი წარსულით და აღფრთოვანებული მისი
სამოდელო სამუშაოთი. მან ჯეისონი სინჯებზე მოიწვია, და ეტიუდის სახით
შესთავაზა სტეტემს ქუჩის მოვაჭრე განესახიერებინა და დაერწმუნა ის ყალბი
ოქროს სამკაულები ეყიდა მისგან. ჯეისონმა მოახერხა გაი რიჩისთვის ყალბი
საქოელი მიეყიდა, და, როდესაც მან სცადა დაებრუნებინა იგი, სტეტემმა ისეთი
გრაზიოზული მიუწვდომლობა გამოავლინა, რომ რიჩიმ მაშინათვე აიყვანა ის
როლზე. მომდევნო კრიმინალურ კომედიაში 'Snatch' სტეტემმა თურქის როლი
შეასრულა, რომელიც სცდილობდა არალეგალური ბოქსის სამყაროში შეეღწია.
თავიდან ჯეისონის პერსონაჟი მეორეხარისხოვანი იყო ბრედ პიტის, რად სებეჯის
და დენის ფარინის ანსამბლში, მაგრამ გადაღებების მსვლელობაში როლი უფრო
დიდი გახდა, და ფილმის გამოსვლისთვის სტეტემმა სიუჟეტში მთავარი
მთხრობელის როლი დაიკავა. 2000 წლის დასაწყისში სტეტემმა წინ დიდი ნაბიჭი
გადადგა თავის კარიერაში – მას ამერიკულ კინოში ჰქონდა დებიუტი, სადაც
შეასრულა ინგლისელი ნარკოტიკებით მოვაჭრეს როლი ფილმში 'Turn It Up',
შემდეგ მთავარი როლი მიიღო ჯონ კარპენტერის სამეცნიერო ფანტასიკის ჟანრის
თრილერში ' Ghosts of Mars'(2001), შეუერთდა ჯეტ ლის ფანტასტიკურ ლენტაში
'წინააღმდეგობა', და მიიღო მონაწილება სურათის 'იტალიური სამსახურის'
გადაღებებში(2003). ფილმი, რომელმაც ჯეისონი ვარსკვლავად აქცია, ' The
Transporter'. მსახიობის ჰონორარი მილიონ დოლარს უახლოვდებოდა,
გაგრძელებამ კი, რომელიც სამი წლის შემდეგ გადაიღეს, უფრო დიდი წარმატება
მოიპოვა, ვიდრე ოროგინალმა.