ჯონ კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp), ან როგორც უფრო კარგადაა
ცნობილი ჯონი დეპი, დაიბადა 9 ივნისს 1963 წელს ოუნსბოროში(კენტუკუს
შტატი, აშშ). სანამ დაიწყებდა სამსახიობო კარიერას, ჯონი დეპმა მოასწრო
თხუტმეტზე მეტ როკ–ჯგუფში დაეკრა. მისი დებიუტი გახდა უეს კრევენის
კლასიკური საშინელებათა ფილმი 'A Nightmare on Elm Street', რომელშიც მან
მონაწილეობა მიიღო 1984 წელს, შემდეგ კი პატარა როლები შეასრულა
რამოდენიმე ფილმში, მათ რიცხვში ოლივერ სტოუნის 'Platoon'. საქვეყნო
ცნობილება მსახიობს მოუტანეს ფილმებმა 'მტირალა'(1990) ჯონ უოტერსის და
ტიმ ბერტონის 'ედვარდ ხელები – მაკრატელი'(1990). კარგად გამოაჩინა თავი
ჯონი დეპმა სურათში "დონ ჟუან დე მარკო"(1995), როდესაც ლეგენდარული
საყვარლის როლი შეასრულა – ასეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორიცაა მარლონ
ბრანდო და ფე დანაუეი.
უილარდ კრისტოფერ სმიტ–უმცროსი 25 სექტემბერს დაიბადა 1968 წელს
ფილადელფიაში. ფილადელფიაშივე მან გაიცნო მუსიკოსი ჯეფ ტაუსონი, მალევე კი
მასთან ერთად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა 1980 წლებში როგორც ხიპ–ხოპის
დუეტის DJ Jazzy Jeff & the Fresh Prince მონაწილე, რომელიც პირველი
დაჯილდოვდა 'გრემით' რეპის საუკეთესო შესრულებისთვის. 1990 წელს მთავარი
როლი შეასრულა პოპულარულ ტელესერიალში «The Fresh Prince of Bel-Air». ამ
ადრინდელ წლებში უილი გამოდიოდა ფსევდონიმით the Fresh Prince. 1990
წლებში უილ სმიტის კარიერა, როგორც მოზარდების კუმირის დასრულდა, თუმცა
მსახიობმა შეძლო პოპულარობის დაბრუნება, როდესაც მთავარი როლები შეასრულა
ბლოკბასტერებში 'დამოუკიდებლობის დღე'(1996) და 'ადამიანები
შავებში'(1997), ამ ფილმების მუსიკალურმა თემებმა კი (სმიტის შესრტულებით)
ბრიტანული ჩარტების პირველი ადგილები დაიკავა. 1998 წელს მისმა
კომპოზიციამ «Gettin' Jiggy wit' It» (რომელიც დისკო–ხიტზე... კითხვის გაგრძელება »